უახლესი ამბები
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
პოლიტიკა
საქართველო და საზოგადოება დღეს ლეგალიზებისთვის მზად არ არიან - ლევან კობერიძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ არცერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებას მხარს არ დაუჭერს. დეპუტატის შეფასებით, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის.
„დღეს საქართველოში ის მდგომარეობაა, როცა კანონპროექტში ასახული პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რაც უნდა გაკეთდეს. მიმაჩნია, რომ საქართველო და საზოგადოება დღეს ლეგალიზებისთვის მზად არ არიან. რეალურად, გაცილებით უფრო სხვა პრობლემები გვაქვს, ვიდრე მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციაა. არცერთ ნარკოტიკულ საშუალებას არ გამოვყოფ, რადგან კანონპროექტში ყველა ნარკოტიკული საშუალება ერთი რეჟიმის ქვეშ განიხილება, რაც ძალიან მკაფიო პოზიციაა“, – თქვა კობერიძემ.
მისი თქმით, აბსურდულია ნარკოტიკული ნივთიერების დაყოფა მძიმე, მსუბუქ, კლუბურ, არაკლუბურ ნარკოტიკებად.
„ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკული საშუალებაა, რაც მავნებელია და ეს ერთნაირი რეგულაციის ქვეშ უნდა მოექცეს, გაყოფა არასწორი იქნება“, – თქვა დეპუტატმა.
კობერიძე გამოეხმაურა პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.
„ერთი თვე იმისთვის ავიღეთ, რომ პოზიციები ერთმანეთს მაქსიმალურად დაუახლოვდეს და შეჯერდეს, რათა პროცესს მსვლელობა მიეცეს. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს პროცესი“, – დასძინა ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა.
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ცვლილებები ამ დრომდე არ განუხილავს.