პოლიტიკა
საქართველო და უკრაინა უფრო აქტიურად მოვითხოვთ ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრაზე მან ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის გააქტიურებაზე ევროინტეგრაციის კუთხით.
„ჩვენ დღეს მიმოვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. უპირველეს ყოვლისა, ესაა ჩვენი ერთობლივი აქტიური პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე. მე მადლობა მინდა გადავუხადო იმ აქტიური პოზიციისათვის, საქართველოს პრობლემატიკის აქტიური წარმოჩენისათვის, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები საერთაშორისო ფორუმებზე გამოავლენენ. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო აქტიურები ჩვენს ერთობლივ მესიჯებში, პოზიციებში და მოვითხოვთ კიდევ უფრო აქტიურად საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, უკრაინისა და საქართველოს პირველმა პირებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობაზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებობს ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში. საქართველო ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა ამ თვალსაზრისით და თანამშრომლობა უკრაინასთან საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებზე, როგორიცაა ზუბრი და ვიკინგი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივ უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე სამხედრო სფეროში და ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაცვის ნაწილზეც. შავი ზღვის თემატიკაზე უფრო ახლო კოორდინაციის საკითხებზე“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადრება რუსეთის აგრესიაზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის წნეხის მიუხედავად, საქართველო განვითარების გზაზე დგას.
„ბატონო პეტრო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, 2008-ში - ეს არის ჩვენი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილიგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, მოაქვს ადამიანური ტრაგედია, აშორებს ერებს და არ აახლოებს მათ, მაგრამ ამავე დროს თქვენ იმყოფებით საქართველოში, საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ წნეხს, რომლის, რა თქმა უნდა, ორი რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ამავე დროს , ესაა ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობაზე, მეგობრობასა და საერთაშორისო პროექტების გაძლიერებაზე“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრესკონფერენციის დაწყებამდე საქართველოსა და უკრაინის პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში შესაბამისი სამუშაო საბჭო ჩამოყალიბდება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

