უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
პოლიტიკა


საქართველო ესტონეთისა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია - სვენ მიკსერი
„საქართველო ესტონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორმხრივი ურთიერთობების კუთხით ის პრიორიტეტული ქვეყანაა თანამშრომლობის განვითარების სფეროში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, სადაც ვრცლად ისაუბრა საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვენ მიკსერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
მინისტრმა საქართველოს მიულოცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯის მისაღწევად ქვეყანამ ნამდვილად დიდი ძალისხმევა გასწია.
”მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, რაც გახლავთ ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ამას ნამდვილად სერიოზული ძალისხმევა, საშინაო დავალების შესრულება დასჭირდა, რათა ქვეყანა მომზადებულიყო ვიზალიბერალიზაციის შემოღებისთვის. ეს გახლავთ შემდგომი ბიძგი, სტიმული ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ესტონეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ეს მოხდება საკმაოდ რთულ პერიოდში ევროკავშირისთვის. მიმდინარეობს და საკმაოდ დაძაბულია საარჩევნო კალენდარი ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში. ჩვენი პრეზიდენტობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახული გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მხრიდან სხვადასხვა დონის ამბიციაა ევრონტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ საქართველო არის ნამდვილად წარმატებული მაგალითი, ქვეყანა, რომელმაც დაისახა ძალიან ამბიციური მიზანი ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ამ მიზნამდე, უმნიშვნელოვანესია ეს პროცესები, რომელიც მიგვიყვანს წევრობამდე როდესაც ამის შესაძლებლობა ექნება. რეფორმები, რომელიც ამ მიზნამდე მიიყვანს ქვეყანას, ძალიან ხშირ შემთხვევაში გვესახება მტკივნეულად და რთულად, მაგრამ ძალიან დადებითია საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ზოგადად მოსახლეობისთვის”, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სვენ მიკსერის განცხადებით ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროების მიმართულებით.
„თქვენ ნატოს მისაბაძი პარტნიორი ხართ და დიდი წვლილი შეგაქვთ ნატოს ოპერაციებში და ასევე ძალიან კონსტრუქციულად მუშაობთ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკის მომხრეები ვართ და მოგიწოდებთ, რომ ყველა ფორმატი გამოიყენოთ“ - აღნიშნა მინისტრმა.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს დაეხმაროს და გაუზიაროს გამოცდილება ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12