პოლიტიკა
საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება - ზურაბ ჭიაბერაშვილი
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველო, საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება მაშინ, როდესაც რუსეთის ქმედებებმა გააჩინა შესაძლებლობათა ფანჯარა, რომ ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უფრო აქტუალურად დამდგარიყო საერთაშორისო დღის წესრიგში.
,,საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება, მაშინ როდესაც რუსეთის ქმედებებმა განვლილი წლების განმავლობაში გააჩინა შესაძლებლობათა ფანჯარა, რომ ჩვენი საკითხი, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, სუვერენიტეტის განმტკიცების საკითხი უფრო აქტუალურად დამდგარიყო საერთაშორისო დღის წესრიგში.
რასაც უნდა შევეხოთ, ეს არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით წარმართული მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკეკებს ჰქონდა ძალიან ნიშვნელოვანი საერთაშორისო და პოლიტიკური განზომილება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აქტიურად ვსვამდით ამ საკითხს, როგორც თვითონ შვეიცარულ მხარესთან, ისე შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომელიც იყო ამ მოლაპარაკებების შუამავალი და გარანტორი. შედეგი რაც მივიღეთ დღეს არის ის, რომ დღემდე არ ამოქმედებულა ეს დოკუმენტი’’, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამნეტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, სადაც საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას განიხილავდნენ.
უმცირესობის დეპუტატმა ალეპოსთან მიმართებით, ცალკე რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

