უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ნოემბერი, 2019 11:00
font-size

საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა რეგიონისთვის და სწორედ ამიტომ არის ნიდერლანდებისა და ევროკავშირის მთავარი პარტნიორი - ნიდერლანდების პრემიერი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიზანდასახული მუშაობის შედეგად, საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და სწორედ ამიტომ არის ის ნიდერლანდებისა და ევროკავშირის მთავარი პარტნიორი, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობების დადასტურებაა.

„თქვენი ვიზიტი ნამდვილად ისტორიულია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორმხრივი ვიზიტის ფორმატში პირველად ვმასპინძლობთ ნიდერლანდებში. თქვენი ვიზიტი იმის დასტურია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. ნიდერლანდები საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ინვესტიციების მხრივ მეორე ადგილზე ვართ. სრულიად დარწმუნებული ვართ თქვენი ქვეყნის მომავალში. დარწმუნებულნი ვართ თქვენი ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში, მისი ეკონომიკის ზრდაში და განხორციელებულ რეფორმებში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სტაბილურობა აჩენს შესაძლებლობებს, რათა მომდევნო წლებში კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და მოიცვას მათ შორის აგრარული სფეროც“, – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.

მარკ რუტეს განმარტებით, ნიდერლანდების სამეფო უკვე ხუთი წელია, საქართველოში აგრარულ სავაჭრო მისიებს აგზავნის და საჭიროების შემთხვევაში მზად არის, სხვადასხვა სფეროში ექსპერტული ცოდნა მომავალშიც გაუზიაროს ჩვენს ქვეყანას.

„ამგვარი ურთიერთობით ორივე მხარე დიდ სარგებელს მიიღებს და კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. საქართველო ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი. ჩვენს ქვეყნებს საერთო ფასეულობები გააჩნიათ, მათ შორისაა დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები. უსაფრთხოების სფეროშიც საერთო ინტერესები და გამოწვევები გვაერთიანებს. საბოლოო ჯამში უსაფრთხოება, სტაბილურობა და ჩვენი რეგიონების კეთილდღეობა მეტად ურთიერთდაკავშირებული სფეროებია. ნიდერლანდები ძალიან აფასებს საქართველოსთან წლების განმავლობაში დამყარებულ თანამშრომლობასა და წარმატებულ ურთიერთობებს. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება მომავალში, არა მხოლოდ მთავრობებისა და ბიზნესწრეების, არამედ ჩვენი მოქალაქეების დონეზე“, – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმა.

მარკ რუტემ ტურიზმის ზრდის დადებით ტენდენციასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამას ხელი შეუწყო საქართველოში გადაღებულმა ჰოლანდიურმა სატელევიზიო გადაცემამაც, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში პოპულარობით სარგებლობს.

„საქართველოში გადაღებული პოპულარული ჰოლანდიური სატელევიზიო გადაცემის შემდეგ, სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში 60 პროცენტით იმატა ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ქვეყნისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ჰოლანდიელი კითხვის მოყვარული ერი ნინო ხარატიშვილის შემოქმედებას გაეცნო და მისი კითხვის შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე გაუჩნდა. აშკარაა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეძებთ და ვპოულობთ ძალიან ბევრ სფეროში“, – აღნიშნა მარკ რუტემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ