უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 თებერვალი, 2017 14:25
font-size

საქართველო სწორ გზას მიუყვება - სებასტიან კურცი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და ეუთო-ის მოქმედმა თავმჯდომარემ, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათ ილაპარაკეს იმ თემებზე, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს.

სებასტიან კურცმა მიულოცა საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღება და განაცხადა, რომ საქართველო „სწორ გზას მიუყვება“.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ავსტრიასთან მეგობრულ ურთიერთობებსა და სებასტიან კურცის ძალისხმევას ეუთო-ს სამუშაო პროგრამაში საქართველოს საკითხის ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტად განსაზღვრისათვის.

„უაღრესად ვაფასებთ, ავსტრიის მთავრობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

თავის მხრივ, ორმხრივი ურთიერთობებზე საუბრისას სებასტიან კურცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა. მისი თქმით, ის ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

აგრეთვე კურცმა გაამხვილა ყურადღება საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

„დიდი პოტენციალია ეკონომიკურ ურთიერთობებში - ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროში, რაც ფეხდაფეხ წინ მიიწევს. ავსტრიული კომპანიები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, კმაყოფილი არიან აქ არსებული ვითარებით“-განაცხადა კურცმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობა, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ეუთოს მონაწილეობა ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მექანიზმის ეფექტური განხორციელებისათვის.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. მინისტრი დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში და ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას შავშვებში.

ანა მებურიშვილი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა