პოლიტიკა
საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ადამ კიზინგერი და ალექს მუნი ეწვევიან
5-9 ნოემბერს საქართველოს ეწვევიან საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი და კონგრესმენი ალექს მუნი.
ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. კონგრესმენები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბათუმში, კონგრესმენები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში. კონგრესმენები ეწვევიან ბათუმისა და ფოთის პორტებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან აშშ-სა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის წევრები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
ადამ კიზინგერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, რაც მის საკანონმდებლო ინიციატივებსა და საჯარო გამოსვლებში გამოიხატება. კიზინგერი არის აშშ-ის კონგრესის მიერ 2019 წელს მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის თანაინიციატორი; ასევე კიზინგერის ხელმოწერაა 29 კონგრესმენის მიერ აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლისთვის მიწერილ წერილში, სადაც საუბარია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. კ
იზინგერი აქტიურად გამოდის კონგრესის მოსმენებზე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გზავნილებით და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში. კონგრესმენი კიზინგერი საქართველოს მეორედ სტუმრობს. კონგრესმენი მუნი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საფინანსო სერვისების კომიტეტის წევრია და რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ფინანსები და ეკონომიკა წარმოადგენს საქართველოს პირველად ეწვევა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

