უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2025 19:09
font-size

საქართველოს ბანკი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუ Creator-ს იწყებს

საქართველოს ბანკი ქართველი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად, პირველ მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს - Creator-ს იწყებს. პროექტის მიზანი Youtube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი მაყურებლების მოზიდვა, კრეატორების მხარდაჭერა და მათი წახალისებაა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დამწყებ Youtube კრეატორს. გამარჯვებული კი საქართველოს ბანკისგან ფულად ჯილდოს მიიღებს 20 000 ლარის ოდენობით.

“კრეატორის” პირველ ეტაპზე 20 მონაწილე შეირჩევა მათგან კი შერჩეული 8 მონაწილე გააგრძელებს პროექტში მონაწილეობას. 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების, ვიდეოების ნახვებისა და მაყურებელთა რეაქციების საფუძველზე პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს.

მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო).

მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს.

“საქართველოს ბანკისთვის YouTube სივრცე ძალიან საინტერესოა. ჩვენ არაერთ კრეატორთან ვთანამშრომლობთ და ვუჭერთ მხარს. თუმცა, გვჯერა, რომ ამ სივრცეს წინ განვითარების გრძელი გზა აქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა YouTube ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რათა ხელი შევუწყოთ დამწყებ და უკვე გამოცდილ კრეატორებს, შექმნან კიდევ უფრო საინტერესო კონტენტი და აითვისონ პლატფორმის პოტენციალი. ჩვენი მხარდაჭერით გვინდა ერთი მხრივ, შევამციროთ არსებული ბარიერები, მეორე მხრივ კი ახალბედა კრეატორებისთვის შევქმნათ განვითარების რეალური შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, დაინტერესებულ ადამიანებს მივცეთ ცოდნა და შესაძლებლობა, რათა გადადგან პირველი, მყარი ნაბიჯები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ქართული Youtube სივრცის განვითარებაში,“- განმარტავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეო creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეებს კი ჟიური თავად დაუკავშირდება.

უფრო მეტისთვის, ნახეთ ვიდეო.

“ვაშლის აგრობაღებმა“ გორში 47ჰა-ზე ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

19 სექტემბერი, 2025 , 17:32

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია “ვაშლის აგრობაღებმა” გორში ინტენსიური ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირ

მოიწვიე ფინედუ კლასში - ერთად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური განათლების ზრდას

19 სექტემბერი, 2025 , 17:07

31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც წელს უკვე 101-ედ აღინიშნება. ინიციატივას საქართველო 2012 წლიდან შეუერთდა და ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო აქტივობა ხორციელდება. წელს, კამპ

Buena Vista All Stars - კუბური მუსიკის ლეგენდები თბილისში - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Mastercard-ი

19 სექტემბერი, 2025 , 14:16

28 სექტემბერს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, თბილისი კუბური მუსიკის ლეგენდებს  – Buena Vista All Stars Factory Tbilisi-ში  მასპინძლობს. თუ გსურთ,  იმოგზაუროთ კუბის მცხუნვარე რითმებში და დაესწროთ ღონისძიე

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

19 სექტემბერი, 2025 , 13:49

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - მოზარდებს და პედაგოგებს შენობა სასწრაფო წესით დაატოვებინეს. ერთი საათზე მეტია სკოლის შენობაში ადმინისტრაციის წარმომადგენლების და მშობლების შეხვედრა მიმდინარეობს. მა

გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19 სექტემბერი, 2025 , 12:56

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, დაესწარი საქართველოს ბანკის მიერ გამართულ ვებინარს და გაიგე, როგორ მიიღო დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება.  შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება - ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო

18 სექტემბერი, 2025 , 16:27

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი იქომერს ასოციაცია საქართველოს პარტნიორია, რომლის ორგანიზებით,  31 ოქტომბერს, თბილისში, &ldq