უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


მოიწვიე ფინედუ კლასში - ერთად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური განათლების ზრდას
31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც წელს უკვე 101-ედ აღინიშნება. ინიციატივას საქართველო 2012 წლიდან შეუერთდა და ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო აქტივობა ხორციელდება.
წელს, კამპანიის ფარგლებში პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“ იგეგმება, რომელიც მოსწავლეებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ინიციატივის ფარგლებში, ფინედუს დესპანები სკოლებს 2-31 ოქტომბრის შუალედში ესტუმრებიან და ახალგაზრდებს ისეთ საბაზისო ეკონომიკურ პრინციპებს აუხსნიან, როგორიცაა დანაზოგის შეგროვება, ფინანსების სწორი განკარგვა და სხვა. გაკვეთილები V-XII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ.
- - V-VII კლასელებისთვის ფინედუს დესპანები პრეზენტაციითა და თამაშის ელემენტებით ჩაატარებენ გაკვეთილებს;
- - VIII-XII კლასელებს კი ფინედუს დესპანები პრეზენტაციასთან ერთად, სპეციალური სამაგიდო თამაშით -„ფინანსური ასოციაციობანა“ ესტუმრებიან და ბავშვებს ფინანსურ ტერმინებზე დააფიქრებენ. სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა" შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანას" მიერ.
ინიციატივის ფარგლებში დესპანები საქართველოს ბანკის თანამშრომლებიც იქნებიან.
ამასთან, „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ინიციატივა ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება.
ინფორმაციისთვის, დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორია 1924 წელს იწყება. სწორედ ამ დღეს, იტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა საფუძველი იმ თარიღს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დაზოგვის მსოფლიო დღის მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისება. საქართველოში ამ ინიციატივის ძირითად სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საკვანძო სიტყვები:

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
22 სექტემბერი, 2025 , 13:15

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 სექტემბერი, 2025 , 13:08
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:53

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:43

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საქართველოს ბანკი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუ Creator-ს იწყებს
19 სექტემბერი, 2025 , 19:09