უკან

საზოგადოება

22 აპრილი, 2025 18:36
font-size

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შესაძლებელი

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით შეთავაზების შექმნა იმ ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რომლებსაც გადახდის მეთოდი (ტერმინალი, ონლაინ გადახდა) არ აქვთ.

აქამდე Ads მენეჯერის შეთავაზების შექმნა მხოლოდ გადახდის მეთოდის მქონე ბიზნესებს შეეძლოთ. თუმცა, ზოგიერთი ბიზნესი, მისი მიმართულებიდან გამომდინარე, გადახდის მეთოდებს არ იყენებს. სწორედ ამიტომ, ამიერიდან, გადახდის მეთოდის არ მქონე ბიზნესებიც (მაგალითად: ინსტაგრამ მაღაზიები, რომლებიც გადარიცხვაზე მუშაობენ), დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ტერმინალით არ იღებენ გადახდებს, პლატფორმით სარგებლობას და მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთებას შეძლებენ. (მაგალითად, საქართველოს ბანკის სტუდენტებისთვის, AmEx ბარათის მფლობელებისთვის, სოლო მომხმარებლებისთვის).

გარდა ამისა, პლატფორმას 3 ახალი ფუნქციონალი დაემატა, რაც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს ცნობადობა და შესაბამისად, სარგებელიც. ესენია:

ფოტოსაცავი ბიზნესებისთვის, შეთავაზების ვიზუალის მოსამზადებლად

Ads manager-ში შეთავაზების შექმნისას ბიზნესებს შესაბამისი ფოტოს მოძიება უჭირდათ. სწორედ ამიტომ, მათი საჭიროების შესაბამისად, მომხმარებლებს პლატფორმაზე სასურველი ვიზუალის შერჩევის შესაძლებლობა გავუჩინეთ.

განმეორებადი შეთავაზებები (მაგალითად: შესთავაზეთ მომხმარებელს ქეშბექი ყოველ ოთხშაბათს და გაზარდეთ ლოიალურობა)

ეს ფუნქციონალი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს განმეორებითი, ყოველკვირეული ან ყოველთვიური შეთავაზებები შექმნან და გაზარდონ მომხმარებლის ლოიალურობა.

ბრენდის მართვა - სახელისა და ლოგოს ატვირთვის შესაძლებლობა

ბევრ კომპანიას იურიდიული სახელი აქვს, (მაგ: შპს x), თუმცა ბრენდულად ამ სახელით პოზიციონირება არ სურთ. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კი ბიზნესს შესაძლებლობას ვაძლევთ, შეცვალონ დასახელება და მობილბანკში მომხმარებლებისთვის სასურველი სახელით გამოჩნდნენ.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ გააცნოს და ამით გაყიდვები გაზარდოს.

შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს თუ ხართ დირექტორი, ხოლო თუ მარკეტერი ხართ - სთხოვეთ დირექტორს გაგიწეროთ შესაბამისი როლი.

თუ დირექტორი ხართ, manager.bog.ge-ში შესვლას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში და ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ.

შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ:

უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ