უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2025 11:25
font-size

საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის - AI სტიპენდიის შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა.

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და პარტნიორი აკადემიების წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე AI -ით დაინტერესებულმა ქალმა მიიღო.

ინფორმაციისთვის, სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა:

  • -დაინტერესებულმა პირმა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე;
  • -დაწეროს სამოტივაციო წერილი;
  • -დაელოდოს პასუხს გასაუბრების თაობაზე.

რაც შეეხება ბანკის პარტნიორ აკადემიებს, რომლებიც ჩართული არიან ამ სასტიპენდიო პროგრამაში, სია ასე გამოიყურება:

  • -სმარტ აკადემია – Smart Academy;
  • -თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
  • -ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
  • -ეჯაილ სქული – AgileSchool;
  • -სქილვილი – Skillwill;
  • -სქეილაფი – ScaleUp.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია.

30% ქეშბექი Gulf-ში და Extra.ge-ზე - საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს Black Friday-ზე

27 ნოემბერი, 2025 , 19:19

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი ბენეფიტების შეთავაზებებს განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Black Friday-ზე Mastercard Business Card-ის მფლობელებისთვის ორი მნიშვნელოვანი შეთავაზება მოამზადა. საწვავზე 30

საქართველოს ბანკის Black Friday შეთავაზებები – გზამკვლევი შოპინგის საერთაშორისო დღისთვის

27 ნოემბერი, 2025 , 18:10

Black Friday-ის კვირეულის ფარგლებში, ყველა სურვილი რომ მაქსიმალური სარგებლით აისრულოთ, თქვენთვის საქართველოს ბანკის აქციების გზამკვლევი მოვამზადეთ. ამ სტატიაში ნახავთ შეთავაზებების რომელიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნები

მიიტანე შეკვეთა უფასოდ - Black Friday-ის შეთავაზება ბიზნესებს QuickShipper-ისა და საქართველოს ბანკისგან

27 ნოემბერი, 2025 , 17:12

შავი პარასკევის პერიოდში, რომელსაც მომხმარებელთა გამორჩეულად მაღალი აქტიურობა ახასიათებს, ლოჯისტიკური პროცესების შეუფერხებელი მართვა ბიზნესებისთვის პრიორიტეტული ხდება. გაზრდილი შეკვეთების ფონზე, ოპერაციების ოპტიმიზებისთვ

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე - ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

27 ნოემბერი, 2025 , 16:50

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები შეხვედრას 27 ნოემბერს თბილისში, უკრაინასთან გამართავს. 30 ნოემბერს კი ესპანეთში, ესპანეთის ნაკრებთან შესახვედრად გაემგზავრება. ჯიკი

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება

27 ნოემბერი, 2025 , 13:18

თბილისის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. კალაძემ ბიზნესსექ

გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდამდე საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება - თბილისის მერია

27 ნოემბერი, 2025 , 13:00

გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობი