უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
საზოგადოება


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის `ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა
საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში, ა და ბ ბლოკების მშენებლობა განხორციელდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3.3 მილიონი ევროა, ბანკის წილი კი 2.25 მილიონ ევროს შეადგენს.
"ბინადარი ლისზე" 2 საცხოვრებელი ბლოკისაგან შემდგარი ეკო პროექტია, რომელიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე, ლისის ტბის მიმდებარედ. ბ ბლოკი 11 სართულიანი საცხოვრებელი სახლია. -1 სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი, ხოლო I სართული ეთმობა კომერციულ ფართს. ჯამურად სარეალიზაციო ფართი 10 000კვ.მ-ს მოიცავს.
„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი განგვეხორციელებინა. ჩვენ ბანკთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დროის განმავლობაში უკვე რამდენიმე პროექტი დავასრულეთ. მათ შორის „ბინადარი ჟვანიაზე“. აღსანიშნავია, რომ ბანკის დახმარებით კომპანიამ შეძლო, პანდემიის დროს, 2 წლიანი პერიოდი ისე გაევლო, რომ შეენარჩუნებინა დასაქმებული ადამიანები და არ გაეჩერებინა მშენებლობის პროცესი. ბინადარს გამოარჩევს ის რომ ბრენდის დაარსების დღიდანვე ვიცოდით, ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღებას მივიპყრობდით, ერთმნიშვნელოვნად უნდა ყოფილიყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები. კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი მთავარი ამოცანაა ავირჩიოთ ყოველთვის ისეთი მდებარეობა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება ჩვენი პოტენციური მობინადრეებისათვის“,- განაცხადა გიორგი ტალახაძემ, კომპანიის დირექტორმა.
„ყოველთვის სასიამოვნოა, როა ჩვენს პარტნიორთან ერთად ახალი პროექტს წარმატებით ვახორციელებთ. სწორედ ასეთი პროექტია „ბინადარი ლისზე“. კომპანია არასდროს ჩერდება და მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ კომპანიას უკვე აქვს სამომავლო გეგმა და ეს არის ახალი საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობა ისანში - „ბინადარი ისანში“; ახალი პროექტი „ბინადარი საირმეზე“ და „ბინადარი ვერაზე“. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ, რომ „ბინადარის“ განვითარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც არის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
22 ოქტომბერი, 2025 , 17:46
მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57