უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2024 17:56
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერებას აგრძელებს და ინიციატივებს კვლავ აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, Startup Grind – ის მორიგი შეხვედრა 15 ივნისს, ტერმინალში გაიმართება.

ღონისძიებაზე ქართული სტარტაპის CityPay.io - ს დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალპ ჰატიპოღლუ მათი იდეის, დაფინანსებისა და საერთაშორისო მასშტაბირებისთვის მზადების შესახებ ისაუბრებენ. ისინი აუდიტორიას ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეძლეს და მიიღეს 10 მლნ. დოლარის ინვესტიცია.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც არის ბიზნესის მფლობელი, ინვესტორი ან თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ციფრული გადახდების მომავლით არის დაინტერესებული. ღონისძიებაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს და გაიგონ მეტი მათი ბიზნეს გამოცდილების შესახებ.

„საქართველოს ბანკი და Startup Grind წლებია ვთანამშრომლობთ და ეს პარტნიორობა წელსაც აქტიურად გრძელდება. ამ წლების განმავლობაში, ერთობლივად არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრების სერიები, სადაც წარმატებული სტარტაპერები საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ დაინტერესებულ ადამიანებს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის უფრო მეტად განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ვცდილობთ სიახლეების დანერგვას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ. როგორც მოგეხსენებათ, წლიდან-წლამდე ციფრული გადახდები მეტ აქტუალობას იძენს და სწორედ ამ შეხვედრაზე, სპიკერები ციფრული გადახდების თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე ისაუბრებენ. ვფიქრობთ, ეს ბიზნეს სფერში ჩართულ ადამიანებს განსაკუთრებით დააინტერესებს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი სასარგებლო პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“. - აცხადებენ საქართველოს ბანკში

Starup Grind - ის ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართება.

მასზე დასასწრებად დარეგისტრირდით აქ.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია

21 ივნისი, 2024 , 18:57

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია. საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ

კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

21 ივნისი, 2024 , 14:13

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სკოლის მოსწავლეების წახალისებისთვის, მათში მომავლის პროფესიების, STEM მეცნიერებებისა და სხვადასხვა სასკოლო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავ

როგორ აფასებს CityPay.io-ს თანადამფუძნებელი Startup Grind-ის ღონისძიებას

21 ივნისი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს და ამ მიმართულებით ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ღონი

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

საქართველოს სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

18 ივნისი, 2024 , 15:23

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩევნების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი