უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2025 15:57
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, აქტიურად უწყობს ხელს ტექნოლოგიური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროების განვითარებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის სამიტის „ტურისტერის” თანაორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე – ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმზე კონფერენცია ჩატარდება.

ღონისძიება 2025 წლის 19 სექტემბერს გაიმართება და იგი ყურადღებას საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალზე, მათ კონკურენტულ უპირატესობებსა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილებს.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს, რაც მათ ბიზნესის მოდერნიზაციასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში დაეხმარება.

ღონისძიებაზე განხილული იქნება:

  • - პირდაპირი ჯავშნების ზრდა;
  • - ციფრული მარკეტინგის გამოყენება ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად;
  • - კურორტების ოთხივე სეზონზე ვიზიტირებადობის ზრდის სტრატეგიები;
  • - საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა რეგიონული კონკურენციის პირობებში;
  • - ახალი ტურიზმის კანონის გავლენა სექტორზე.

ღონისძიება თბილისში, 19 სექტემბერს 14:00 – 18:00 საათზე სასტუმრო მუზეუმში გაიმართება. დეტალური დღის წესრიგი იხილეთ ტურისტერის ვებგვერდზე. დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tourister.ge/ka/registration-190925.

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ