უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 სექტემბერი, 2025 11:29
font-size

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმასპინძლებს. სამდღიან ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეები ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას დარგის სხვადასხვა ექსპერტისგან მიიღებენ.

პროგრამა მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ცოდნისა და უნარების გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა ფინანსების მართვა, ციფრული მარკეტინგი, გაყიდვების სტრატეგიები, ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ცოდნა, გაიფართოონ პროფესიული ქსელი და გაიზიარონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა.

“ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქალებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა მისცეს. თელავში დაგეგმილი ვორკშოპი სწორედ ამ მიზნის გაგრძელებაა. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ ან უკვე არსებული ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერონ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს. პროგრამაში ასობით ქალმა მეწარმემ უკვე მიიღო მონაწილეობა.

5-7 ოქტომბრის ვორკშოპზე განაცხადების მიღება მალე დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

26 სექტემბერი, 2025 , 17:52

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო საბანკო მომსახურების მიმწოდებლა

საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

26 სექტემბერი, 2025 , 17:45

საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, ქართულ-დანიურ კომპანია DANGE

მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა - გიორგი ჩიკვაიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:47

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებუ

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000

26 სექტემბერი, 2025 , 12:38

Galt & Taggart საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალ პროექტს, თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს. ჩემპიონატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟაზე საკუთარი ცოდნა და სტრატეგიები გამოსცადო

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

25 სექტემბერი, 2025 , 18:49

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას, რაც მათ დაცვასა და აღდგენას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, ს

საქართველოს ბანკისა და ტურისტერის პარტნიორობით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართა

25 სექტემბერი, 2025 , 17:40

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ტურიზმის სამიტის „ტურისტერის” თანაორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, რომელიც ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს მიეძღვნა. ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოს ზამთრის კ