უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 სექტემბერი, 2025 18:11
font-size

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა.

პირველ აუქციონზე წარმოდგენილი იყო 10 ავტომობილი, რომელიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. აუქციონის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სასურველი ავტომობილი საბაზრო ღირებულებაზე 2-3 ჯერ ნაკლებ ფასად შეეძინათ.

ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე ყველა საფასო კატეგორიის ავტომობილს იპოვით. კომპანია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე არსებული ავტომობილების გარდა, გზაში მყოფი ავტომობილები შეიძინონ ან საკუთარი მანქანა დააყენონ, მის გაყიდვაში კი კომპანია დაეხმარებათ.

აღსანიშნავია, რომ ლაივ აუქციონი პერიოდულობით, ყოველ შაბათს გაიმართება. გარდა ამისა, 9 ოქტომბრიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი ავტომობილი ონლაინ, www.lionauctions.com - ზე შეიძინონ.

ინფორმაციისთვის, ლაიონ აუქციონი IAA-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის ერთგული პარტნიორია და წლებია საქართველოში ავტო ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ლაიონ გრუპთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ. წლიდან-წლამდე კი ეს ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. აღნიშნული ღონისძიებაც ამის დასტურია. აუტო აუქციონი არ არის უბრალოდ გაყიდვების ახალი არხი, ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებასა და ავტომობილის შეძენის კულტურას მნიშვნელოვნად შეცვლის. აღსანიშნავია, რომ ავტო აუქციონის პარალელურად, საქართველოში IAA-ის (Insurance Auto Auctions) ოფიციალური წარმომადგენლობა ფუნქციონირებს. ეს ყოველივე კი ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც როგორც ინდუსტრიულ განვითარებას, ასევე ეკონომიკურ პროგრესს გულისხმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“ - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ