უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივლისი, 2024 12:40
font-size

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Ads მენეჯერის ბიზნესკურსი დაემატა

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნეს განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პლატფორმას, Businesscourse.ge, ახალი კურსი, Ads მენეჯერის გამოყენება დაემატა. კურსს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი უძღვება.

Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს საკუთარი შეთავაზების განთავსება ისეთ ციფრულ არხებში შეუძლიათ, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

აღნიშნული ბიზნესკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეიქმნა. კურსის დახმარებით გაიცნობთ Ads მენეჯერის თითოეულ ფუნქციონალს, გაიგებთ, თუ როგორ შექმნათ − ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის სხვადასხვა შეთავაზება 1 500 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის სრულად ციფრულად და რა უნდა გაითვალისწინოთ მათი დაგეგმვისას.

„საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი ბიზნესებს ახალი მომხმარებლების შეძენაში, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და რელევანტურობის შენარჩუნებაში განსაკუთრებულ დახმარებას უწევს. Businesscourse.ge კი ბიზნესზე ორიენტირებული ქართულენოვანი საგანმანათლებლო ვებგვერდია, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახლდება და ყველაზე მოთხოვნადი საკითხების შესახებ კვალიფიციურ კურსებსა და მასტერკლასებს ერთიანებს. ორივე პლატფორმა გამოხატავს საქართველოს ბანკის ძალისხმევას, შექმნას ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის და მიაწოდოს მათ განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას და დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე Businesscourse.ge უკვე ხელმისაწვდომია 50-მდე კურსი და მასტერკლასი ფინანსების მართვის, მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა მიმართულებებით. იპოვეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული კურსი ამ ბმულიდან.

რა შესაძლებლობას გაძლევს საქართველოს ბანკი „Back To School“- ის პერიოდში

5 სექტემბერი, 2024 , 16:20

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბანკი მომხმარებლებს პარტნიორ მაღაზიებში სპეციალურ პირობებს სთავაზობ

ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას, ხელისგულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ სიძულვილის ნორმალიზება, საქებარ საქმედ ქცევა, მიგვიყვანდა ტრაგიკულ შემთხვევამდე - შალვა პაპუაშვილი

5 სექტემბერი, 2024 , 11:55

ხელისგულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღისა და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე, – ამის შესახე

საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა

5 სექტემბერი, 2024 , 11:34

საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენ

ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაუკავშირდება ვაკეს

4 სექტემბერი, 2024 , 18:03

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 7 სექტემბრიდან 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება. კალაძის თქმით, დაინიშნება ახალი მარშრუტი, რომლითაც ვარკეთილის დასახლება პირდა

განათლების მიზნების განადგურება და თაობების გაწირვა გაუნათლებლობისთვის დღევანდელ ხელისუფლებაზე უკეთ არავის გამოსვლია - ნანა ტოხვაძე

4 სექტემბერი, 2024 , 17:41

სისტემის მორიგი მსხვერპლი ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავაა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისა და პოლიტიკური მიუღებლობის ნიშნით გაათავისუფლეს! , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გან

საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - უძრავი ქონების დაზღვევა დაემატა

4 სექტემბერი, 2024 , 15:46

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ყოველდღიური პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, მობილბანკს უძრავი ქონების დაზღვევის ფუნქციონალი დაემატა. ქონების დაზღ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი