უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ოქტომბერი, 2025 12:44
font-size

საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ახალი თამაში დაიწყო

საქართველოს ბანკი ახალგაზრდების განათლებისა და ფინანსური ცოდნის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს. მოსწავლეების წახალისების მიზნით, სპეციალურად მათთვის შექმნილ ინოვაციურ საბანკო აპლიკაცია - sCoolApp-ში ახალი თამაში, sCoolApp ტრივია, დაიწყო.

sCoolApp ტრივია საგანმანათლებლო და გასართობი თამაშია. მისი ვიზუალური კონცეფცია ქართული ზღაპრებით არის შთაგონებული და მთავარი გმირები, დევი და ფასკუნჯი არიან. თამაში მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. ის ორ ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული (6-13 და 14-18 წლის ბავშვებისთვის).

თამაშის განმავლობაში, მონაწილეებს ყოველდღიურად ხუთ კითხვიანი მისია ექნებათ, თემატური, კვირების მიხედვით. ტრივია სხვადასხვა თემებს მოიცავს: კინო, გეოგრაფია, ისტორია, პოპკულტურა, STEM, ლიტერატურა, ფინანსური განათლება, სპორტი და სუპერგმირები.

სწორი პასუხების შემთხვევაში, მოთამაშეები ვარსკვლავებს აგროვებენ და ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც მონეტებს იღებენ. მონეტებით კი მათ შესაძლებლობა აქვთ sCoolApp მარკეტში განთავსებული საჩუქრები იყიდონ. მათ შორის: VELI.store-ის ვაუჩერები, ფასდაკლების პრომოკოდები და სხვა.

sCoolApp ტრივია 29 ოქტომბერს დაიწყო.

თამაშის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე [TN1] მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ.


[TN1]150,000-ზე მეტი დავწეროთ უკვე ეს რიცხვი გვაქვს დარეპორტებული

eCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

29 ოქტომბერი, 2025 , 19:36

31 ოქტომბერს, თბილისში, “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ელექტრონული კომერციის შესახებ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება, რომლის მთავარი პარტნიორი საქა

ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა - საპატრიარქო

29 ოქტომბერი, 2025 , 19:30

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწე

გალტ & თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

29 ოქტომბერი, 2025 , 18:16

გალტ & თაგარტმა ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს. აჭარა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონ

საპატრიარქოს ეპარქიული კომისია პატრიარქს მიმართავს, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლდეს და მღვდელმსახურად გამწესდეს სამების ლავრაში

29 ოქტომბერი, 2025 , 17:29

საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიული კომისია შუამდგომლობით მიმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, რათა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კომისიის უგულებელყოფის, შეუ

სუხიშვილების ტურნე მექსიკაში - საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია

29 ოქტომბერი, 2025 , 16:11

16 ქალაქი, 20 კონცერტი - ეს “სუხიშვილების” ტურნეა მექსიკაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.  ტურნეს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

სითი მოლი 14 წლისაა - გადაიხადეთ საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და მიიღეთ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა

29 ოქტომბერი, 2025 , 14:00

საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია სითი მოლი 14 წლის ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, PLUS ბარათით გადახდისას, სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლე