უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2024 18:09
font-size

საქართველოს ბანკისა და UNDP-ს „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ კიდევ 15 მონაწილე გაივლის

საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, 11-14 ივნისს ინტენსიური ვორკშოპები იმართება, რომელსაც 15 მეწარმე ქალი ესწრება.

ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებზე მეწარმე ქალები გაიღრმავებენ ცოდნას ელექტრონული კომერციის, გაყიდვების, გუნდის მართვის, ადამიანის უფლებების, მარკეტინგის, ფინანსებისა და მეწარმეობის შესახებ. თითოეული მიმართულების საინფორმაციო სესიას დარგის წამყვანი ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები უძღვებიან. პროგრამის ეს ეტაპი მეწარმე ქალებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნესის საჭიროებების შესახებ მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და რეკომენდაციები.

„მოხარული ვართ, რომ ინტერესი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მიმართ მუდმივად მზარდია. მეცხრე ნაკადში 15 მეწარმე იღებს მონაწილეობას და მათ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას. ინტენსიური ვორკშოპები მათ ეხმარება, გააანალიზონ საკუთარი ბიზნესის გამოწვევები და უფრო მასშტაბური პერსპექტივიდან დაინახონ, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. პროგრამის ეს ეტაპი, ცოდნის მიღების გარდა, მეწარმე ქალებს საქმიანი წრის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით ღირებულია. ჩვენ მეწარმე ქალების მხარდასაჭერად მომავალში კიდევ არაერთ ინიციატივას განვახორციელებთ“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, პროგრამა 200 მეწარმე ქალს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ღირებულებას - ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებას და თანამშრომლობას ეფუძნება. ცოდნის ეტაპი businesscourse.ge-ზე სპეციალურად ქალი მეწარმეების საჭიროებების საპასუხოდ შექმნილი კურსების გავლას და პირისპირ ინტენსიურ ვორკშოპებს მოიცავს. მხარდაჭერის ეტაპზე პროგრამის მონაწილეები იღებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. გამოცდილების ეტაპზე ქალ მეწარმეებს გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თანამშრომლობის ეტაპი კი ახალი პროფესიული კონტაქტების შეძენას გულისხმობს.

გაიგეთ პროგრამის შესახებ მეტი დეტალი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია

21 ივნისი, 2024 , 18:57

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია. საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ

კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

21 ივნისი, 2024 , 14:13

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სკოლის მოსწავლეების წახალისებისთვის, მათში მომავლის პროფესიების, STEM მეცნიერებებისა და სხვადასხვა სასკოლო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავ

როგორ აფასებს CityPay.io-ს თანადამფუძნებელი Startup Grind-ის ღონისძიებას

21 ივნისი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს და ამ მიმართულებით ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ღონი

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

საქართველოს სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

18 ივნისი, 2024 , 15:23

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩევნების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი