უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2025 11:36
font-size

საქართველოს ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ტურიზმის სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნატალია კვაჭანტირაძემ მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერება, აღნიშნულ სექტორში კომპეტენციის გაზრდა, ცოდნის გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა წარმოადგენს.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდამჭერია. მოხარულები ვართ საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან მემორანდუმის გაფორმებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში, სამომავლოდ, არაერთი საინტერესო ღონისძიების, ვორქშოფებისა და ამ სექტორში მომუშავე ბიზნესების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელება არის დაგეგმილი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ტურიზმის სექტორის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ

„საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრიორიტეტი ქვეყანაში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მდგრადი განვითარება და ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებაა. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ბანკთან დაგეგმილი აქტივობები და მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ასოციაციას განახორციელოს დასახული მიზნები ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად“, - ნატალია კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ