უკან

რეგიონები

16 მარტი, 2023 11:00
font-size

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. კენკროვანი კულტურების, განსაკუთრებით ლურჯი მოცვის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა „ბლუბერი ფილდსთან“ პარტნიორობით წყალტუბოში, სოფელ გუბისწყალში, 25.2 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.

ბანკის ინვესტიციით კომპანიამ ნერგებისა და პლანტაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა და მიწის დამუშავება შეძლო. ასევე, მოეწყო ჭაბურღილი და საირიგაციო სისტემა.

კომპანიამ საქმიანობა 2022 წელს დაიწყო, რომლის მიზანი ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება და მისი ექსპორტზე გატანაა. ამ დროისთვის „ბლუბერი ფილდსი“ საექპორტოდ გაერთიანებულ საამიროებსა და ევროპის ქვეყნებს მოიაზრებს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 2022 წელს, წყალტუბოში, 25.2 ჰექტარზე ლურჯი მოცვები გავაშენეთ. მოსავალს 2024 წელს ველოდებით, რის შემდეგაც პროდუქტის ექსპორტზე გატანას ევროპასა და გაერთიანებულ საამიროებში ვგეგმავთ. ლურჯი მოცვით არა მხოლოდ ევროპის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებიც არიან დაინტერესებული. ამასთანავე, ბოლო პერიოდში პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა. ბაზრის შესწავლა და სამომავლო პარტნიორების მოძიება უკვე დაწყებული გვაქვს. აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო გამოფენებსა და ექსპოზიციებში მონაწილეობას, რაც სამომავლოდ ჩვენი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაგვეხმარება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, ბაია გადაბაძე.

კომპანია, 2023 წელს ლურჯი მოცვების გაშენებას დამატებით 28.76 ჰა-ზე გეგმავს. ჯამში კი 100 ჰა-ს მოცვა სურს. მოსავლის აღების პერიოდში კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას გეგმავს. ეს კი ყოველდღიურად საშუალოდ 400 ადამიანთან თანამშრომლობას გულისხმობს.

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, რომელიც განვითარებასა და ზრდაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება ლურჯ მოცვებს - დიდი პოტენციალის მქონე ბიზნესია, რომელიც საჭიროა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და მეტი ქართული პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე. მსგავსი საქმიანობა ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც ხელს უწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. კომპანია გაფართოებაზე ფიქრობს და სამომავლოდ უკვე დაგეგმილი აქვს სამაცივრე მეუნეობის მოწყობა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც მათთან ერთად სხვა ფერმერებსაც მიეცემათ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

ინფორმაციისთვის, „ბლუბერი ფილდსი“ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის წარმოებას გეგმავს. კომპანია დაფუძნებიდანვე ითვალისწინებს და ნერგავს „Global G.A.P.”-ის ყველა სტანდარს და მოთხოვნას. ეს ასახული იქნება არამხოლოდ პროდუქციაზე, არამედ მიდგომებზე თანამშრომელთა გადამზადების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის თვალსაზრისით.

მდინარე რიონზე მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების კვლევა მიმდინარეობს - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

20 მარტი, 2023 , 12:06

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგე

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა

13 მარტი, 2023 , 11:41

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა. იგი გუშინ ახალ ბულვარში დაშავდა. მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში ბატუტზე მყოფი ბავშვები გაიტაცა და

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა - შსს

24 თებერვალი, 2023 , 09:27

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელი

მერვე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

23 თებერვალი, 2023 , 12:17

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მერვე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთე

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

22 თებერვალი, 2023 , 09:28

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გორში 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა

21 თებერვალი, 2023 , 12:25

საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობა და აგრომიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. ამ მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აგრობაღებმა“ გორში, სოფელ ზერტში, 22 ჰა-ზე ვაშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი