უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 ივლისი, 2024 15:30
font-size

სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ.

“მთავარი არხი" თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი პირები სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" გურიის ბიუროს ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ტექნიკა.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

მოვუწოდებთ ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც მენაბდემ აღნიშნა, თავდასხმაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა.

„ერთი ადამიანი მოვიდა ჯერ, მანქანით, აქ, ცენტრში, ვიდექი ზუსტად. მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაიწყო გინება "მთავარი არხის" მისამართით, შემდეგ გარკვეული პიროვნებების მისამართით. არ მივაქციეთ ყურადღება, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი რეალობაა და მივხვდით რასთანაც გვქონდა საქმე. შემდეგ გადმოვიდა, ჩვენი მისამართით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, გინება, შემდეგ ამასაც რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა შემაფურთხა სახეში და დამარტყა. ერთი ადამიანი იყო. მოვკიდე ხელი, მივაბრუნე უკან მანქანისკენ, ამ დროს 4 ადამიანი დაგვესხა თავს, რომლებიც მზად იყვნენ ეტყობა მოვლენების განვითარებისთვის, მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კამერა დაამსხვრიეს, თავის არეში მაქვს ცოტა პრობლემები, ამიტომაც გამოვიძახე სასწრაფო", - ამბობს ჟურნალისტი.

,,ოცნებისთვის` 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს - TI

6 სექტემბერი, 2024 , 13:23

"სართაშორისო გამჭვირვალობა საქართველს" ცნობით, ბათუმის მერიამ შპს "ახალი ბულვარს" 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნა

ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

4 სექტემბერი, 2024 , 16:00

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ოთხი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომის ტყეში ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

4 სექტემბერი, 2024 , 11:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ცეცხლი

გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა - ირაკლი ქარსელაძე

2 სექტემბერი, 2024 , 11:44

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, განახლებული გზა სანდარტებს სრულ

დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია - მამუკა ხაზარაძე

30 აგვისტო, 2024 , 17:53

“დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია“- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც მაღალმთიანი აჭარაში,

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გადადგა

27 აგვისტო, 2024 , 15:16

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ცაგერის საკრებულოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია&nbs

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი