უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად გაერო შოთა რუსთაველის გამოსახულებიან საფოსტო მარკებს რეალიზაციაში გაუშვებს
პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე გაეროს შტაბ-ბინაში სპეციალური მოვლენით აღინიშნა. შოთა რუსთაველის 850 წლისთავთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაბეჭდა და რეალიზაციაში უკვე 26 მაისიდან გაუშვებს შოთა რუსთაველის გამოსახულებიან საფოსტო მარკებს, რომელიც ევროს დომინაციაში გაიყიდება.
შოთა რუსთაველის გამოსახულებიანი საფოსტო მარკა გაეროს ვენის ოფისიდან გაიყიდება. მარკის დაბეჭდვის იდეა საქართველოს წარმომადგენლობას ჰქონდა. მოლაპარაკებები გაეროს შესაბამის სამსახურებთან ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„კონკრეტულად მარკებთან დაკავშირებით 9 თვე ვიმუშავეთ. ჩართული იყო საგარეო, განათლების, კულტურის, ეკონომიკის სამინისტროები, ჩვენი და გაეროს საფოსტო ადმინისტრაცია, შესაბამისი მასალები რომ ყოფილიყო მოძიებული, გურამ ახალიაც იყო ჩართული, რომელიც რუსთაველის დიდი ქომაგია. გაერომ მართლა უპრეცენდენტო რამ გააკეთა, დაიბეჭდა მარკა მე-12 -ე საუკუნის მოღვაწეზე, ასეთი რამ ჯერ არ გვახსოვს. ასე რომ, მგონი ძალიან კარგი საჩუქარი გამოუვიდა ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით“, -განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მიროსლავ ლეჟაკმა შოთა რუსთაველისა და კერძოდ, „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„შოთა რუსთაველის მე-12 საუკუნის ეპოქალური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მნიშვნელოვანი ქმნილებაა არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მსოფლიოში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის. ბევრი გზავნილი, რომელიც ამ პოემაშია, დღემდე აქტუალურია. მაგალითისთვის, კომპრომისებზე წასვლა მოლაპარაკების დროს და წინასწარ მოსალოდნელი არასასურველი შედეგის განჭვრეტა. დღეს კიდევ ერთხელ ვაფასებთ და ვახსენებთ ამ ღირებულებებს, როგორც მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში გაწეულ დიდ წვლილს“, - განაცხადა ლეჟაკმა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესა და მარკის პრეზენტაციისას.
მარკის პრეზენტაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძეც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში დღევანდელი დღე ძალიან შთამბეჭდავად უნდა აისახოს.
„გაეროს პრაქტიკაში ჯერ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია“, -თქვა თორთლაძემ.
შოთა რუსთაველის 850 წლისთავის საიუბილეო საფოსტო მარკა 10 სხვადასხვა დიზაინითაა წარმოდგენილი და პოემის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს ასახავს. მარკის ღირებულება 80 ცენტი იქნება.
გაეროს მიერ საფოსტო მარკების დაბეჭდვის ისტორია 1947 წლიდან იწყება. პირველი ინიციატორი არგენტინა იყო. მოგვიანებით, საფოსტო მარკები ავსტრიამ და აფრიკულმა ქვეყნებმაც დაბეჭდეს. ამ მარკების მთავარი გზავნილი მშვიდობაა.
მარკაზე საქართველოს რუკა 1992 წლის 31 ივლისის საზღვრებით არის წარმოდგენილი, როდესაც საქართველო გახდა გაეროს სრულუფლებიანი წევრი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უცხოელმა დიპლომატებმა მიულოცეს. გერმანიის ელჩის, იორბენ შულცის თქმით, „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მხარდაჭერას წელსაც რეზოლუციის კენჭისყარზე დავაფიქსირებთ“.
მარკის პრეზენტაციაზე მისულ დიპლომატებს ჟურნალ "National geographic "-ის ქართული გამოცემა გადაეცათ, სადაც საქართველოს შესახებ წერია, მაგალითად, პოლ სალოპეკის სტატია ღვინოზე.
მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორისა და ჯაზის სინთეზით, დიპლომატების წინაშე ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი გიორგი მიქაძე ფოლკლორულ ტრიოსთან ერთად წარსდგა პროექტით "Georgian Overtones"-ს , რომელიც ქართული ხალხური სიმღერის, კლასიკური ჯაზის და ფიუჟენის ერთობლიობაა.
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

