უკან

საზოგადოება

18 ივნისი, 2025 12:25
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0%-ზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 18 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. 2025 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 3.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მცირედით მოიკლო და 2.0 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. მომსახურების სექტორის ინფლაციამ, რომლის ფასების ცვლილება შედარებით ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ასახავს, მაისში 2.2 პროცენტი შეადგინა. მთლიანობაში, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ძირითადად სურსათის ფასები მოქმედებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციის ასახვაა. მეორე მხრივ, სურსათის გაზრდილ ინფლაციას, იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია აბალანსებს, მეტწილად წლიურად შემცირებული საწვავის ფასების ხარჯზე. სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, საბაზო ეფექტისა და გლობალურად არსებული ტენდენციების შედეგად, 2025 წელს ინფლაცია დროებით მიზნობრივზე მაღალი, საშუალოდ 3.8 პროცენტი, იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

სტაბილურ ინფლაციასთან ერთად კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური ზრდა მის გრძელვადიან ტრენდთან ნელი ტემპით დაახლოების ნიშნებს ავლენს. ამის თანაზომიერად, საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპიც მის წონასწორულ დონეს მეტად დაუახლოვდა.

გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სავაჭრო შეზღუდვების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ისევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შედეგად გაიზარდა ნავთობის ფასები. ამავდროულად საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკები გამწვავდა. ეს კი, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვების გაუარესებისა და გლობალურად ინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აჩენს. ამ რისკების ხანგრძლივად რეალიზების ფონზე, შესაძლოა მაღალინფლაციური სცენარი განვითარდეს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, მიმდინარე გაურკვევლობის შედეგად დოლარის ინდექსი გლობალურად შესუსტებული რჩება. ამავდროულად, ბოლო პერიოდში სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასები გარკვეულწილად შემცირდა. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასები, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 30 ივლისს ჩატარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ