უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის - ქეთევან ციხელაშვილი
საქართევლოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი.
ამის შესახებ ციხელაშვილმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მეირ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა,რომლის მიხედვით, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ისეთ ფორმებს იძენს, რომ თბილისს ნატოს იმ პოლიტიკის მონაწილად ხდის, რომელიც რუსეთის შეკავებას გულისხმობს.
ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
„თუ იგულისხმება იმ პოლიტიკის შეკავება, რომელსაც სამწუხაროდ, რუსეთი წლების განმავლობაში მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის, საქართველოში ახორციელებს, ვგულისხმობ, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, რა თქმა უნდა ეს ასეც შეიძლება იყოს განხილული. თუმცა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს ევროპული განვითარების კურსი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, რეფორმების ის ძალიან მნიშვნელოვანი ტალღა, რომელსაც ახორციელებს ქვეყანა იმისთვის რომ გახდეს დემოკრატიული, სტაბილური, ჰქონდეს მყარი განვითარების, მათ შორის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა -ეს არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ“,-აღნიშნა მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25