უკან

საზოგადოება

13 ივნისი, 2020 15:37
font-size

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ზოგადსაკაცობრიო განძია - მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის წარდგენას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„დღეს ჩვენ სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი, მე ვიტყოდი, განსაკუთრებული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციას ვესწრებით, რომელიც ჭეშმარიტად უზარმაზარ საქმეს ემსახურება. ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა, რადგანაც ეს არის ჩვენი კულტურული იდენტობის ქვაკუთხედი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა არის ჩვენი მთავარი განძი. იგი მკაფიოდ მეტყველებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ მისი ღირებულებების შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ კულტურული მემკვიდრეობით გაიცნო მთელმა მსოფლიომ და ხელახლა აღმოაჩინა საქართველო, როგორც უნიკალური ქვეყანა, განსაკუთრებული ისტორიით, მდიდარი ფესვებით. ის ძალიან დიდი შრომა, რომელიც ჩაქსოვილია ჩვენი ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის საქმეში, რასაკვირველია, სააგენტოს თითოეულ თანამშრომლისა და მათი ხელმძღვანელის დამსახურებაა და მინდა, მთელი გულით დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“.

მისი თქმით, ამ მასშტაბისა და ხარისხის პროექტები ვერ განხორციელდებოდა ამ ფონდის ქველმოქმედების გარეშე.

მიხეილ ჩხენკელმა გამოყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები, რომელთაც საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვთ. მან აღნიშნა, რომ სამინისტრო გააფართოებს იმ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს მოსწავლეების ადრეული ასაკიდან ურთიერთობას ძეგლთან და ამ გზით საქართველოს უმდიდრესი ისტორიის შესწავლას. მინისტრმა სააგენტოს იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც უცხოელ მეცნიერებთან პარტნიორობით ხორციელდება.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს ტექნოლოგიების მნიშვნელობა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი გახდა. მან ხაზი გაუსვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს უცხოელ კოლეგებთან ერთად, რათა მთელ მსოფლიოს ჰქონდეს საშუალება, ვირტუალურ სივრცეში იხილოს ის ჭეშმარიტად ზოგადსაკაცობრიო განძი, რომელიც საქართველოში მდებარეობს.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ამინისტრო ავრცელებს.

როდის გვექნება ზვიად გამსახურდიას თხზულებათა სრული კრებული? - პროსპექტად ათტომეულისათვის

21 მაისი, 2024 , 12:49

აქამდე არ უნდა გამოგვეცა ზვიად გამსახურდიას ტომები? წამოგვეწყო მაინც. ხომ საინტერესოა რამდენ ტომს მოიცავს მის თხზულებათა სრული კრებული? ცალკეულ წიგნებად და პერიოდიკაში მიმობნეული ორიგინალური თხზულებანი თუ თარგმანები თვალ

მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

21 მაისი, 2024 , 12:15

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 11 წელია ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7536 ლარი გახდა

20 მაისი, 2024 , 17:33

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7585 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

21 მაისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება

20 მაისი, 2024 , 14:54

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით - ირაკლი კობახიძე

20 მაისი, 2024 , 12:00

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევა

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს დაასუბსიდირებს

20 მაისი, 2024 , 11:53

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი