უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სოფელ არცევთან ხნულების გავლება დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებში შექმნილ სიტუაციას ყველა საერთაშორისო ფორმატის შეხვედრაზე დააყენებს.
„ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც მრავალი წელია თვალს ვადევნებთ და მისი მიზანია იყოს დესტაბილიზაცია, მაგარამ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციას და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას.
გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით გავაგრძელებთ ამ რთულ პრობლემასთან გამკლავებას. ჩვენი პოლიტიკა არის და დარჩება მშვიდობაზე, შერიგებასა და ადამიანის დაცვაზე ორიენტირებული.
ის შეზღუდვები, რომელიც არის გადაადგილებასთან დაკავშირებით, არის მწვავე პრობლემა და ამ საკითხს მწვავედ დავაყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატში, რომელიც ამისთვის არსებობს“, - განაცხადა ჯანელიძემ.
1-ელ აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სოფელ არცევთან ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების შესახებ. ფეისბუკპოსტის თანახმად, სამუშაოები დღეიდან დაიწყება და 18 აგვისტომდე გასტანს. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს თქმით, ხნულების გავლება პროფილაქტიკურ ხასიათს ატარებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25