კომენტარი
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო, ნათელი და შედეგზე ორიენტირებული - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთსა და დეოკუპაციასთან დაკავშირებით, მთავრობის პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო, ნათელი და შედეგზე ორიენტირებული.
ამის შესახებ ჯანელიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მთავრობისადმი მიმართვის საპასუხოდ განაცხადა.
„საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო, ნათელი და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი პოზიციები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ნაბიჯები რომლებიც იდგმება ძალიან წარმატებული იყო მიმდინარე წლის განმავლობაში ყველა იმ საერთაშორისო ფორმატში, სადაც განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი და მისი შედეგები, ოკუპაცია. ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევების მიმართულებით ჩვებ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებას“,-აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ მთავრობა მიმართა იმის შესახებ, რომ „რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია და მისი მიზანმიმართული განხორციელება“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


