უკან

პოლიტიკა

30 მაისი, 2017 17:35
font-size

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვაზე ხმაური იყო.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის დღევანდელი სხდომა ნახევრად დახურულ ფორმატში წარიმართა.

ცნობილია რომ დოკუმენტი ერთი მხრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას მიმოიხილავს, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

,,მე არცერთ რეზოლუციას არ დავუჭერ მხარს, სანამ პარლამენტის წინაშე არ მოვა საგარეო საქმეთა მინისტრი და არ აგვიხსნის რა ზომები იქნა მიღებული ამასთან დაკავშირებით’’, - განაცხადა პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა.

რეზოლუციის მიღებაში გამოსავალს ვერ ხედავს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანიაც.
კომისიის სხდომაზე მარშანიამ აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზადაა, პირველი ნაბიჯი გადადგას, მოსკოვში წავიდეს, რუს დეპუტატებს შეხვდეს და დიალოგის ჯგუფი შეიქმნას.

"ამისთვის მორალურ მხარდაჭერას გთხოვთ", - განაცხადა მარშანიამ.

თავის მხრივ, რეზოლუციის პროექტის მომზადებას დაგვიანებულად მიიჩნევენ დეპუტატები სერგი კაპანაძე და რომან გოცირიძე.

სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ განიხილავს უმრავლესობის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს.

„მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ჩვენი ვალდებულებაა, უმწვავესი შეფასებები მივცეთ იმას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. მიუხედავად იმისა, ვთანხმდებით თუ არა პოლიტიკაზე ამ მაგიდის ირგვლივ, ეს პრინციპული საკითხია პარლამენტმა კრიტიკული პოზიცია აუცილებლად უნდა დააფიქსიროს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ რეზოლუციის მიღება დაგვიანებულია, თუმცა აუცილებელია.

„ეს არის სამწუხაროდ დაგვიანებული, მაგრამ რეზოლუციის მიღება აუცილებელია. მიგვაჩნია, რომ ამ ტექსტის საფუძველზე შეიძლება კომპრომისული დოკუმენტის შექმნა. მე გავეცანი მას და ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია ერთსულოვნად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა

24 თებერვალი, 2026 , 13:54

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და &

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:21

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მ

შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:17

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთა

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:10

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში  სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პ

შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:06

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:02

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი