უკან

პოლიტიკა

24 მაისი, 2017 18:00
font-size

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერმა მოაწერეს ხელი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, უწყებები ორმხრივი თანამშრომლობისა და მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობენ ხელს. დაგეგმილია თანამშრომლობა პენიტენციური სისტემების მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციური ჯანდაცვის, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების განვითარებისა და სხვა მიმართულებებით, ასევე, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ექსპერტებისა და შესაბამისი სფეროების წარმომადგენელთა მონაწილეობით კონფერენციების, შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება.

კახა კახიშვილის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები ორივე მხარისთვის შედეგის მომტანი იქნება და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში დიდ წვლილს შეიტანს.

„მემორანდუმის ხელმოწერა ჩვენს სტრუქტურებს შორის კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აქტიურ დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებს. ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და წარმატებით გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის განვითარებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მემორანდუმი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. კახა კახიშვილი ვენაში ზიმერინგის სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც ეწვევა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა