უახლესი ამბები
- 20.01.2021 18:03დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
- 20.01.2021 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
- 20.01.2021 17:30მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
- 20.01.2021 16:35პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
- 20.01.2021 16:35ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
- 20.01.2021 16:35ახალი ბრალდებით დავაზუსტეთ `მათი ქმედების მოტივაცია` - კარტოგრაფების საქმის პროკურორი
- 20.01.2021 16:35ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
- 20.01.2021 15:40რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება
- 20.01.2021 15:40სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
- 20.01.2021 15:00ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს - კახა კალაძე
არქივი
საზოგადოება


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა
26 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებიც შეძლებენ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პროგრამა მანამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირთათვის იყო ხელმისაწვდომი.
,,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 26 იანვარს წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველეყო პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირების C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. სახალხო დამცველის წინადადებაში აღნიშნული იყო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. ამ პირობებში, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან თავდაპირველი წერილის თანახმად, ასეთი ცვლილება შეუძლებელი იყო პროგრამის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველს აცნობეს სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილადს“ შორის შემდგარი შეთანხმების თაობაზე, რომ პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებიც ჩართულიყვნენ.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან მისი რეკომენდაციის გაზიარებას. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გააუმჯობესებს კონფლიქტურ რეგიონებში პირთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასაც’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
20 იანვარი, 2021 , 18:03

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
20 იანვარი, 2021 , 17:30

მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
20 იანვარი, 2021 , 17:30

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
20 იანვარი, 2021 , 16:35

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
20 იანვარი, 2021 , 16:35

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს
20 იანვარი, 2021 , 15:40