უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მაისი, 2017 12:30
font-size

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით ჩვენ ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ - პაოლო ალი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების, მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვით ნატო დასალეთის ქვეყნებსაც იცავს.

როგორც ალიმ აღნიშნა, საქართველო მეტწილად განსაზღვრავს რეგიონის სტაბილურობას.

ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი სესიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი მუშაობა გასწია, დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების კუთხით, განსაკუთრებით ავღანეთში საერთაშორისო მისიების კუთხით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეტანილი ჯარისკაცების მხრიდან და ჩვენ უფრო და უფრო მეტად გვესმის, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება საქართველოში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის და ამ რეგიონის სტაბილურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა დასავლეთის ქვეყნისათვის. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დაცვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით ფაქტობრივად ჩვენ ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ. ასე, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ჩამოვსულიყავით“, - განაცხადა პაოლო ალიმ.

პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება თბილისში ხაზს უსვამს ალიანსის მხარდაჭერას საქართველოსადმი.

შეგახსენებთ, დღეს დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ანა მებურიშვილი

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა