უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2025 16:03
font-size

საქართველოს ტურიზმის სამიტზე გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა სექტორული მიმოხილვები წარადგინეს

21-22 თებერვალს ბათუმში საქართველოს ტურიზმის სამიტი, ტურისტერი გაიმართა. ღონისძიება ტურიზმის მედეგობის საკითხებს დაეთმო და თავი მოუყარა ათობით სპიკერს როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა, რომლებმაც ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულ პირებს, მათ შორის მაღალი რგოლის მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს, გაუზიარეს მნიშვნელოვანი მიგნებები ტურიზმის სექტორის 2024 წლის დინამიკასა და 2025 წლის მოლოდინებზე.

ტურისტერზე 2024-2025 წლების ტურიზმის მიმოხილვა კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, თათია მამრიკიშვილმა წარადგინა,ხოლო გალტ & თაგარტის ასოცირებულმა მკლევარმა, ზურაბ თავყელიშვილმა ბათუმის სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების ინდუსტრია მიმოიხილა.

ტურისტერი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ტურიზმის გლობალური ტრენდებისა და ადგილობრივი პროცესების გააზრებას ემსახურება. იგი აერთიანებს პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებსა და გამოსვლებს ტურიზმის სხვადასხვა ასპექტის შესახებ.

საქართველოს ტურიზმის სამიტში მონაწილეობა მიიღეს გლობალური პლატფორმების Booking.com-ის, AirDNA-ს და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამასთან, ღონისძიებაზე საქართველოს შიდა ტურიზმის ტრენდები და Ads მენეჯერის შესაძლებლობები მიმოიხილა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების Owner-მა, თორნიკე სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გალტ & თაგარტის კვლევის „ტურიზმის 2024 წლის დინამიკა და 2025 წლის მოლოდინები“ სრული ვერსია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე galtandtaggart.ge

„იმედის“ მფლობელი “ტელე იმედს“ ემშვიდობება

6 თებერვალი, 2026 , 20:02

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც რუხაძე აღნიშნავს, „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყ

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

6 თებერვალი, 2026 , 19:24

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმის SOLO ლაუნჯში, Solo Business Talks-ის პირველი შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“. ღონისძიებას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა -

გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა

6 თებერვალი, 2026 , 18:07

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაცია საქართველომ ელექტრონული კომერციის სექტორის ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ინდუსტრიის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული საქარ

ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

6 თებერვალი, 2026 , 16:56

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 91 ქვეყანა მიიღებს.  ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენები ერთმანეთს ყინუ

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ჯანდაცვის სამინისტრო

6 თებერვალი, 2026 , 14:44

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიან

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

6 თებერვალი, 2026 , 14:36

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში  საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი