უახლესი ამბები
- 20.11.2024 15:28დემოკრატიული არჩევნების გარეშე ჩვენი გზა ევროპაში ჩახერგილია - ნიკა გვარამია
- 20.11.2024 14:51სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის დაწერა “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგია და ჩვენგან ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება - თეონა აქუბარდია
- 20.11.2024 14:19საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში - საია
- 20.11.2024 14:07ცესკო პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
- 20.11.2024 12:54საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა
- 20.11.2024 12:34რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
- 20.11.2024 12:25საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
- 20.11.2024 09:41მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
- 20.11.2024 08:33საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ
არქივი
სამართალი
რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, ქ. რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.