უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 მარტი, 2018 09:00
font-size

საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად ზესტაფონში მსვლელობა გაიმართება

3 მარტს, 12:00 საათზე, ზესტაფონში, ქალთა კვირის ფარგლებში მოეწყობა მსვლელობა - საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად.

საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქცია გაიმართება პროექტის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ორგანიზებითა და ზესტაფონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აქტიური მხარდაჭერით. მსვლელობა ზესტაფონის ცენტრში დაიწყება და მის ქუჩებში გაგრძელდება, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აქციას უერთდება ქართველი მშვილდოსანი, ევროპის თამაშების ვერცხლის მედალოსანი ლაშა ფხაკაძე, რომელიც მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას საქართველოში. აქცია დასრულდება კონცერტით, რომელსაც სპეციალურად გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად ზესტაფონის მუსიკალურ სკოლაში ამავე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები გამართავენ.

პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები ასევე არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.
პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან:
ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით
სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა
ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის
პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა