უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2025 11:29
font-size

საქართველოში იტალიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა

იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა. ღონისძიებას თბილისის საუცხოო ხედით განთქმულმა ისტორიულმა რესტორანმა „ფუნიკულიორმა“ უმასპინძლა.

სადღესასწაულო საღამოს ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები იტალიელები დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყო ცნობილი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი, რომელიც საქართველოში საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით იმყოფება.

ღონისძიება იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა.

მისი თქმით, იტალიასა და საქართველოს შორის კავშირები „ძალიან ღრმაა“. ამას ის წვლილიც ადასტურებს, რომელიც იტალიაში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაში შეაქვთ. ამ წვლილმა 2024 წელს 600 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 2 პროცენტია.

„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კულტურისა და განათლების დარგებშიც შესანიშნავია. ამის ბოლოდროინდელი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული მედიცინისა და დიზაინის ფაკულტეტები, რომლებიც ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივად გაიხსნა. სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოსთვის იტალია ევროპაში რიგით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-11 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახლდათ“, - განაცხადა მასიმილიანო დ’ანტუონომ.

მან ხაზი იმ გარემოებასაც გაუსვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით, იტალიასა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ. ეს მეგობრობა სიმყარეს დღევანდელ, არასტაბილურობითა და დაძაბულობით გამორჩეულ გლობალურ და რეგიონულ ვითარებაშიც ინარჩუნებს.

მასიმილიანო დ’ანტუონოს განცხადებით, „იტალია, როგორც მეგობარი ქვეყანა, საქართველოსთან გულწრფელი და კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში, კვლავაც აგრძელებს“.

ღონისძიებაზე აჟღერდა იტალიისა და საქართველოს ჰიმნები, რომლებიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ შეასრულა. ჯაზ-კომპოზიციებით კი დამსწრეთა წინაშე შესანიშნავი იტალიელი აკორდეონისტები: სარა კალვანელი და სიმონე ძანკინი წარდგნენ.

ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს იტალიური დიზაინერული ნაკეთობები, სახელგანთქმული ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი, კამპარი და საუკეთესო იტალიური ღვინოები) და იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი დელიკატესები დახვდათ.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ