უკან

ეკონომიკა

12 ივლისი, 2018 15:35
font-size

საქართველოში მევახშეობა გამოცხადდეს ამორალურ მოვლენად - დავით ასათიანი ჭარბვალიანობაზე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა საქართველოში ჭარბვალიანობისა და ე.წ. მევახშეობის პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არანორმალურია, როცა ნახევარ-მილიონზე მეტი მოქალაქე კაბალურ მდგომარეობაში იმყოფება.

მან ევროპული ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, სადაც მევახშეობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა. ასათიანის თქმით, ამ გამოცდილებით საქართველომაც უნდა ისარგებლოს, რათა გამოაცხადოს მევახშეობა „ამორალურ მოვლენად“.

„კარგია, რომ მთავრობამ დაიწყო ამ თემაზე დისკუსია, გარკვეული კანონპროექტები და ინიციატივები უკვე არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ, მეტი აქტიურობისაკენ და რადიკალური ცვლილებებისკენ. ევროპულ მოდელებში მევახშეობა არის, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური მოვლენა, რადგანაც როდესაც მევახშეობაში არის არაპროპორციულად მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომელიც იწვევს ადამიანების მთლიან გაღარიბებას და რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ სასესხო ურთიერთობების რეგულაციებთან. ამაზეა აქ საუბარი, რომ მევახშეობა გამოცხადდეს ამორალურ მოვლენად“, – განაცხადა ასათიანმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

„საკანონმდებლო დონეზე არის უკვე გარკვეული წინადადებები მთავრობის მიერ წარდგენილი. კარგია, რომ მუშაობა დაწყებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ეს არ არის საკმარისი სამართლებრივი მექანიზმები. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას უფრო რადიკალური და უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა მოხდეს იმ ბალანსის აღდგენა საკრედიტო დაწესებულებებსა და კერძო პირებს, მსესხებლებს შორის, რომელიც ცივილიზებულ ქვეყნებში უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ასათიანმა.

მისი თქმით, ადვოკატები ხშირად აწყდებიან შემთხვევებს, როცა ხშირად შეუძლებელია მსესხებლებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, რადგან უფლებრივი ბალანსი იმდენად არის გადახრილი საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ.

„მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იმდენად ხორციელდებოდა მხოლოდ საკრედიტო დაწესებულებების სასარგებლო ცვლილებების განხორციელება, რომ ეს ხალხი ფაქტობრივად ამოვარდნილია ყველანაირი ეკონომიკური ცხოვრებიდან. როცა სისტემაში ერთი ჯგუფი ადამიანების ან ბიზნესების იღებს უდიდეს მოგებას, მაშინ როცა დიდი ნაწილი ადამიანებისა ღარიბდება, ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს, ხარვეზიანია და რადიკალური რეფორმები სჭირდება“, - დასძინა ასათიანმა.

დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა. შეხვედრაზე ასოციაციამ სასესხო-საკრედიტო საკითხებზე სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის მიზნით, წინადადებები წარადგინა.

2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა - „საქსტატი“

15 ნოემბერი, 2024 , 12:12

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გა

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა

21 ოქტომბერი, 2024 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 ოქტომბერი, 2024 , 11:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდ

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

9 სექტემბერი, 2024 , 12:29

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტე

2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აგვისტო, 2024 , 14:10

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვ