უკან

ეკონომიკა

9 დეკემბერი, 2024 15:18
font-size

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55.2 %-ით შემცირდა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია.

უწყების განმარტებით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.

2024 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.4 პროცენტია. რეინვესტიცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით შემცირდა და 358.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2024 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 63.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი - 43.0 მლნ. აშშ დოლარით (21.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 32.1 მლნ. აშშ დოლარით (16.2 პროცენტი).

2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა - „საქსტატი“

15 ნოემბერი, 2024 , 12:12

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გა

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა

21 ოქტომბერი, 2024 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 ოქტომბერი, 2024 , 11:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდ

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

9 სექტემბერი, 2024 , 12:29

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტე

2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აგვისტო, 2024 , 14:10

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვ