უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივნისი, 2018 14:50
font-size

საქართველოში რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი ილია მეორეს წარუდგინეს - რუსეთის საპატრიარქო

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი საქართველოში ჩამოვიდა.

რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვის პატრიარქატის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ მიტროპოლიტმა ილარიონმა ალექსანდროვი ოფიციალურად წარუდგინა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. მას ესწრებოდა რუსეთის დელეგაციის კიდევ ორი წარმომადგენელი.

თვითონ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაა საუბარი ალექსანდროვის ჩამოსვლაზე.

„დღეს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.

უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა“, -წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ალექსანდროვის საქართველოში გაგზავნის შესახებ, რომელიც შეთახნმებული იყო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისში იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს. ასევე ცნობილია, რომ საჭიროების შემთხვევაში ალექსანდროვს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წარდგენა დაევალება.

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2025 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო. დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის&l

საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს

14 ნოემბერი, 2025 , 15:54

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულებმა – მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, რომლებმაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულე

15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

14 ნოემბერი, 2025 , 15:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმაც, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა

14 ნოემბერი, 2025 , 15:27

ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა - ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რ

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

14 ნოემბერი, 2025 , 15:03

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებ

საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს

14 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფ