უკან
უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- 22.11.2024 13:07აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“
- 22.11.2024 12:49საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
- 22.11.2024 12:01ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა
- 22.11.2024 11:01აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
არქივი
პოლიტიკა
7 ნოემბერი, 2016 14:50
საქართველოში სამხედრო ფლოტის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ - ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორია კატეგორიულად წინააღმდეგია, საქართველოს ჰყავდეს სამხედრო ფლოტი.
,,კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში სამხედრო ფლოტის და რატომ? - ეს არის კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული, მილიარდებზეა საუბარი.
ბუნებრივია, როდესაც ჩვენ პრიორიტეტებს ვსახავთ, სწორედ ჩვენი შესაძლებლობებიდან, ჩვენი რესურსებიდან უნდა დავსახოთ ეს პრიორიტეტები. ეს კომპონენტი სრულად არ გაქრება, ეს კომპონენტი ამ დროისთვისაც მოქმედებს, რასაც ჰქვია სანაპირო დაცვა. ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიციები განახორციელეს. ახლის შექმნას არსებულის განვითარება ჯობია, მაგრამ არა ფლოტის დონეზე, ეს მოტყუება იქნება საზოგადოების”, - განაცხადა იზორიამ.
ნინო ექვთიმიშვილი