პოლიტიკა
საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამოვრიცხავთ - გრიგორი კარასინი
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ „Известия“-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა განუცხადა.
„პერსპექტივაში არ გამოვრიცხავთ უვიზო რეჟიმის შემოღებას ორმხრივ საფუძველზე. სხვა საკითხია, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. პირველ რიგში, ამას დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის ხელს, რომელიც თბილისის ინიციატივით შეჩერდა.
მსოფლიოში რთული ვითარებაა შექმნილი, რომელიც ტერორისტული და სხვა საშიშროებების, ასევე არალეგალური მიგრაციის ზრდით ხასიათდება. რასაკვირველია, შეუძლებელია ეს ყველაფერი არ გაითვალისწინო“,-განმარტა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ბოლო წლებში რუსეთმა „საქართველოსთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოახდინა“.
კარასინის თქმით, 2015 წლიდან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეზღუდვების გარეშე, ესტუმროს რუსეთს რუსეთის მოქალაქის, ორგანიზაციის, ან რუსეთში მუდმივ საფუძველზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის მოწვევით.
„სიამოვნებით ავღნიშნავთ, რომ 2016 წელს გაცემული ვიზების რაოდენობა გაორმაგდა და 40 ათასს მიაღწია. წლევანდელი მონაცემი, როგორც ჩანს, გაცილებით მაღალი იქნება“,-განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, მოსკოვი განაგრძობს სავიზო რეჟიმის შემსუბუქების პროცესს და ამ ეტაპზე ქართულ მხარეს განსახილველად „ავიაეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების კონკრეტული წინადადება გაუგზავნა“.
„იმედი მაქვს, რომ ბატონ ზურაბ აბაძიშესთან მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, პასუხს მივიღებთ“,-განმარტა გრიგორი კარასინმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

