უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ოქტომბერი, 2017 12:30
font-size

სასამართლომ ექიმ- ანესთეზიოლოგს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი დამნაშავედ ცნო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 4 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტს, ჰიდრონეფროზის დიაგნოზით, ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფებოდა ანესთეზიოლოგ ვახტანგ ა.-ს დაკვირვების ქვეშ. ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა ჰიპოტენზი-არტერიული წნევის ვარდნის გამო. ბრალდებულმა ანესთეზიოლოგმა კი ვერ განახორციელა სუბმკლავის ჩადგმა, არ გადაამოწმა სისხლის უკუდენების შემოწმებით ვენა-კათეტერის სწორად დგომა და ისე განახორციელა ინფუზიური თერაპია. აღნიშნული მანიპულაციით, დაზიანდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენისა და გულ-მკერდის არტერია, რამაც ინტრაპრევლარული სისხლდენა გამოიწვია და განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა, ხოლო ჰემორაგიული სითხე დაახლოებით 4 ლიტრის ოდენობით, ფილტვის პლევრაში ჩაიღვარა. ბრალდებული ექიმი უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მდგომარეობის გამოსწორებას, რის გამოც, 6 საათის განმავლობაში პაციენტი ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი სხვა ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა გაწეული დროული და ადექვატური ღონისძიებების გატარების მიუხედავად, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

,,სასამართლომ, მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებების, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხის შესწავლის შედეგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, ბრალდებული ვახტანგ ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო დაეყრდნო კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც პაციენტის სიკვდილის მიზეზი დაზიანებული სისხლძარღვებიდან ინტრაპრევრალური სისხლდენის გამო განვითარებული პოლიორგანული უკმარისობა გახდა. კლინიკაში სწორი, დროული და ადექვატური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, 44 წლის ქალის სიკვდილის აცილება შესაძლებელი იყო. სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე დამატებით, 2 წლის ვადით, ჩამოერთვა სამედიცინო საქმიანობის უფლება.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

20 ნოემბერი, 2024 , 15:55

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.  პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არ