უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 ოქტომბერი, 2018 15:15
font-size

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ტ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს, ნ.ტ. და რ.გ. შეშის დამზადების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე ანჯელის ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ცხენით მოძრავი ი.კ. შეხვდათ. ნ.ტ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით ი.კ.-ს სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად ი.კ. ცხენიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ნ.ტ.-მ მას თავის არეში ესროლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნ.ტ. და რ.გ.-მ ი.კ. ბრეზენტის ქსოვილში გაახვიეს, ნ.ტ.-ს საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდინარე რიონში გადააგდეს. ჩატარებული აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად ი.კ.-ს გვამი ვერ იქნა აღმოჩენილი.

სამართალდამცველებმა ნ.ტ. და რ.გ. 2018 წლის 11 იანვარს დააკავეს. ნ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ხოლო რ.გ.-ს 375-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ნ.ტ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო რ.გ.-სთან, გამოძიებასთან მაღალი ხარისხის თანამშრომლობის გათვალისწინებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

30 დეკემბერი, 2025 , 09:03

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კ

ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

26 დეკემბერი, 2025 , 17:18

2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

26 დეკემბერი, 2025 , 10:44

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ც

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

22 დეკემბერი, 2025 , 16:57

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერი, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “ტურინვესტ ჯგუფმა” ბათუმში, Hampton - ის ბრენდის

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება

20 დეკემბერი, 2025 , 11:41

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება. ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნ