უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 ოქტომბერი, 2017 14:35
font-size

სასამართლომ სესხების თაღლითურად მიღებისათვის ბრალდებულებს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებისათვის ბრალდებული ორი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მათ საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მუბარაქ გ.-ს და ყაზე ა.-ს ბრალად ედებათ სხვა პირების პირადობის მოწმობის გამოყენებით და მათთან შეუთანხმებლად ფულადი სესხების აღება და თაღლითურად 11 000 ლარის დაუფლება.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, მუბარაქ გ.-ს ბრალი ედება თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (4 ეპიზოდი), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (7 ეპიზოდი). მუბარაქ გ.-სა და ყაზე ა.-ს, ასევე ბრალად ედებათ თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (10 ეპიზოდი).

ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მხრიდან საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სხვა პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით და მასთან შეუთანხმებლად ფულადი სესხების აღებისა და თაღლითურად 11 000 ლარის დაუფლების ფაქტი. საერთო ჯამში ბრალდებულმა მუბარაქ გ.-მ დანაშაულის 21, ხოლო ყაზე ა.-მ 10 ეპიზოდი ჩაიდინეს.

ღია სასამართლო სხდომაზე მუბარაქ გ.-მ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო ყაზე ა. თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, შესაბამისად, სასამართლომ განაჩენი მის მიმართ, დაუსწრებლად გამოაცხადა. პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებული გამოცხადდა სასამართლოში და მანდატურებმა იგი დააკავეს“, - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18 სექტემბერი, 2025 , 20:10

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბი

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

18 სექტემბერი, 2025 , 15:09

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამ

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

18 სექტემბერი, 2025 , 13:53

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გ