უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 ივლისი, 2024 14:41
font-size

სასამართლომ შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად კიდევ ერთი დაზარალებული პირის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა.

მოსარჩელეს აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც მას რეზინის ტყვია მოხვდა მარჯვენა თვალის არეში. დაზიანების გამო მას საერთო შრომისუნარიანობა შეუმცირდა 15%-დან 25%-მდე.

საქმის 4-წლიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ შს სამინისტროს დააკისრა მოსარჩელესთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ასევე, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1 440 ლარის გადახდა სიცოცხლის ბოლომდე.

"საია სასამართლოში იცავდა 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესებს. მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის მიმდინარეობისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მას რეზინის ტყვია მოხვდა მარჯვენა თვალის არეში. მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო პროცედურა. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ დაზიანების გამო მოსარჩელეს საერთო შრომისუნარიანობა შეუმცირდა 15%-დან 25%-მდე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის 4 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ასევე, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1 440 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.

ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არ არის ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. სამართლებრივი თვალსაზრისით გადაწყვეტილება, ასევე, მნიშვნელოვანია სარჩოს ოდენობისა და ფარგლების ნაწილშიც.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სამართალწარმოება და მოსარჩელე უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში შესული არ არის," - წერია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

6 სექტემბერი, 2024 , 16:19

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამ

აფგან მუხთარლიმ სტრასბურგში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო

5 სექტემბერი, 2024 , 15:24

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე სახელმწიფოს ჯამში მისთვის

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება

4 სექტემბერი, 2024 , 12:20

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება. რ

საგამოძიებო სამსახურმა მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა - დაკავებულია 32 წლის მამაკაცი

3 სექტემბერი, 2024 , 12:30

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინეს. დაკავებული სამეგრელოს რეგიონ

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აგვისტოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის თერთმეტი ფაქტი გამოავლინეს

3 სექტემბერი, 2024 , 12:03

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2024 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარკირებას დაქვემდებ

ახალგაზრდა მამაკაცს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს - ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს

2 სექტემბერი, 2024 , 13:16

პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი