უკან

სამართალი

31 მაისი, 2018 15:45
font-size

სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების გაუზიარებლობა ჩვენთვის არის გაუგებარი და მიუღებელი - ირაკლი შოთაძე

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განაჩენს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით.

შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყება გამამტყუნებელი განაჩენით უკმაყოფილოა და გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში.

„სამ რამეს მინდა გავუსვა ხაზი და ვუთხრა საზოგადოებას.

პირველი, ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პირი, ორი ბრალდებული. ერთი მათგანი გამტყუნდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მკვლელობაში, ხოლო მეორე ბრალდებული გამტყუნდა არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობის მცდელობაში.

მეორე, მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ ამ განაჩენს მაინც კატეგორიულად არ ვეთანმებით და არის ჩვენთვის მიუღებელი და გაუგებარი. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვსაუბრობ და ველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალის დასადასტურებლად წარადგინა სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა და სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების გაუზიარებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის გაუგებარი და მიუღებელი. და ამას ჩვენ აუცილებლად დავასაბუთებთ ჩვენს სააპელაციო საჩივარში.

მესამე საკითხი ეხება იმ გეგმებს, იმ ზომებს, რის გატარებასაც ჩვენ ვგეგმავდით და ვაპირებთ მომავალში. ჩვენ ვხედავთ , რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები ამ გამოძიების მიმართ და ამ სამართალწარმოების მიმართ, ასევე კითხვები აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბატონ ზაზა სარალიძეს, ჩვენთვის ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია, და ჩემთვის პირადად, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის , როგორც პროკურორისთვის, უმნიშვცნელოვანესია, რომ ეს კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი და არავის არ დარჩეს შეგრძნება, რომ ამ საქმეში რაღაც არ გაკეთდა“, - თქვა შოთაძემ.

შეგახსენებთ - თბილისში საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს