უკან

პოლიტიკა

16 ნოემბერი, 2018 14:45
font-size

სასამართლოს მიერ ლევან მურუსიძის სარჩელის დაკმაყოფილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსამართლე ლევან მურუსუძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლის მიხედვით მურუსიძის დაჯარიმების თაობაზე საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულება ბათილად ცნეს.

დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მურუსიძის 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი დეკლარაციის შესწავლის საფუძველზე დაასკვნა, რომ მონაცემები არასრულად და არასწორად იყო შეტანილი. აღნიშნული დარღვევები არ წარმოადგენს კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ არაარსებით ცდომილებას. ამის გათვალისწინებით ბიურომ გამოსცა განკარგულება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში აღმოჩენილი 3 დარღვევისა და მურუსიძის 1000-ლარიანი დაჯარიმების შესახებ.

ბიუროს განკარგულების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან მურუსიძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ბიუროს ამ დრომდე არ ჩაბარებია და ამ ეტაპზე სასამართლოს დასაბუთება ხელმისაწვდომი არ არის.

IDFI-ის შეფასებით, სწორედ ამ საქმეში გამოიკვეთა განკარგულებების გაუქმების ტენდენცია.

IDFI-ის განმარტებით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი თანამდებობის პირთა საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმია. თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიურო ამოწმებს თანამდებობის პირთა დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის სისწორეს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიურო აჯარიმებს ან აფრთხილებს თანამდებობის პირს, რომელსაც შეუძლია ბიუროს განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში.

IDFI-მ დადებითად შეაფასა კანონში 2018 წლის 4 მაისს განხორციელებული ცვლილება, რომლითაც დადგინდა დეკლარაციაში არაარსებითი ცდომილებების ამომწურავი ჩამონათვალი. კერძოდ, არაარსებით დარღვევად ჩაითვლება მხოლოდ ის ცდომილება, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული. კვლევის ავტორების აზრით, „ამგვარმა დაზუსტებამ ხელი უნდა შეუწყოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რამაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის მიზნების მიღწევა - თანამდებობის პირთა ქონებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა“.

IDFI-ის შეფასებით, მურუსიძის დეკლარაციაში გამოვლენილი შეცდომები არ წარმოადგენს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რაც არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ორგანიზაციამ მოუწოდა ზემდგომ ინსტანციას, იხელმძღვანელოს კანონით დადგენილი მოთხოვნებით და არაარსებით დარღვევად ჩათვალოს მხოლოდ ის ცდომილებები, რაც კანონით ამომწურავად განისაზღვრა.

კვლევის მიგნებებიდან ასევე გახდა ცნობილი, რომ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას მონიტორინგის მექანიზმის ეფექტურად ფუნქციონირებას. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია 8 დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ბიუროს განკარგულებები გააუქმა იმ საფუძვლით, რომ დეკლარაციაში არსებული დარღვევები არაარსებითი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ არის ასახული ის განჭვრეტადი და ცხადი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა თანამდებობის პირის დაჯარიმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება გააუქმა, 2 მათგანი უცვლელად დატოვა, ხოლო ბიუროს დანარჩენი სააპელაციო საჩივრები ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ