არქივი
სამართალი
სასამართლოში ,,ომეგა ჯგუფის“ კომპანიების დირექტორების გამოკითხვა დასრულდა
,,ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია ,,იბერიას“ საქმეზე ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის ,,ომეგა 2“-ის დირექტორის, გიორგი ქურდაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. ქურდაძე ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალი მესამე კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. გუშინ კი, გამოძიებამ ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალი ორი კომპანიის დირექტორები დაკითხა.
გიორგი ქურდაძე გამოძიების შეკითხვებს მოსამართლის თანდასწრებით დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.
როგორც დაკითხვის შემდეგ საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ განაცხადა, მოწმეს დაესვა ყველა ის შეკითხვა, რაც დაკავშირებული იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და საინტერესო იყო გამოძიებისთვის.
,,აღნიშნულ კითხვებზე მივიღეთ პასუხი და შესაბამისად მოხდება მათი ანალიზი და შეფასება“, - განაცხადა პროკურორმა.
თავის მხრივ, როგორც ,,ომეგა ჯგუფის“ ინტერესების დამცველმა, გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით პროკურატურამ ლევან ყიფიანის გარდა, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დააყენოს.
,,არ აქვს არანაირი სამართლებრივი უფლება პროკურატურას, რომ ამ ჩვენებების შემდგომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყენოს. მით უფრო, არ აქვს სამართლებრივი უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხები დაიწყონ და დაამთავრონ ლევან ყიფიანით. ამ გამოკითხვის შედეგებით კიდევ ერთხელ საბოლოოდ დადასტურდა, რომ ლევან ყიფიანით ეს საქმე არ უნდა დაიწყოს და არ უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ლევან ყიფიანის უკან იყვნენ კონკრეტული პირები, კონკრეტული ჯგუფები, რომლის მეშვეობითაც მოქმედებდა ის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დასრულებული გამოძიება“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებულ ,,ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლასთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

