უკან

სამართალი

15 ნოემბერი, 2016 14:15
font-size

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ორ ყოფილ თანამშრომელს სასამართლოში უჩივლა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა. სამინისტრო მსჯავრდებულ თ.რ-ს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი თანამშრომლების მხრიდან, რეგრესის წესით, იმ თანხის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც სახელმწიფომ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წამების მსხვერპლ თ.რ.-ს კომპენსაციის სახით გადაუხადა.

სამინისტროს ცნობით, 2012 წლამდე სასჯელაღსრულების სისტემაში დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაზარალებულად ცნობილი მსჯავრდებულის თ.რ.-ს მიმართ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. მორიგების თანხამ 20 000 ლარი შეადგინა და შესაბამისად, თ.რ-მ კომპენსაციის სახით 20 000 ლარი მიიღო. თ.რ.-ს შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენით და საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ წლების წინ, პენიტენციურ დაწესებულებაში ის არაერთხელ გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიმართ. განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად, თ.რ.-ს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც სასამართლოს მიერ მას სასჯელის მოხდა გადაუვადდა.

რეგრესის წესით, იმ ყოფილ თანამშრომელთა მიმართ სარჩელით თანხის მოთხოვნა, ვის მიერაც მსჯავრდებულის ცემა-წამება განხორციელდა, ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია. 2012 წლის ოქტომბრამდე პენიტენციურ დაწესებულებაში ცემა-წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმოებაში ამჟამად არაერთი საქმეა. იმ შემთხვევაში, თუ უწყებას კვლავ დაეკისრება კომპენსაციის გადახდა იმ პირების მიმართ, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თანხის რეგრესის წესით ანაზღაურების მოთხოვნის პრაქტიკას მომავალშიც გამოიყენებს.

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 11:39

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, - ა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა

18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს

21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 13:19

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ

გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები - ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით - სუს-ი

18 ოქტომბერი, 2025 , 17:29

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის,

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დავაკავეთ, სულ 62 პირია დაკავებული - გელა გელაძე

17 ოქტომბერი, 2025 , 17:45

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით,