უკან

სამართალი

3 ნოემბერი, 2016 11:45
font-size

სასჯელაღსრულების სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) შორის ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და საქართველოში INL-ის პროგრამის დირექტორმა მაიკლ მაკმენმა მოაწერეს ხელი.

სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, INL განაგრძობს პენიტენციისა და პრობაციის სისტემის რეფორმის მხარდაჭერას სასწავლო პროგრამებით, ტექნიკური დახმარებითა და სხვა სახის ღონისძიებებით. დოკუმენტით განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და აქტივობებს შორისაა მხარდაჭერა პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის დანერგვაში; მსჯავრდებულთა საზოგადოებაში წარმატებული დაბრუნების ხელშეწყობა რისკის შემცირების, დასაქმებისა და პროფესიულ სასწავლო პროგრამებში ჩართვის გზით; თანამშრომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების გაფართოება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მაიკლ მაკმენთან შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროსთან. მან მადლობა გადაუხადა საქართველოში INL-ის პროგრამის ყოფილ დირექტორს ტრეისი ნიუველს და ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გრძელდება მუშაობა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემის გაუმჯობესებაზე, წინასასამართლო პრობაციის დანერგვაზე, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებსა და სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაზრდაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაერთხელ უმასპინძლა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციებს, ასევე, შედგა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტები აშშ-ში. გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა აშშ-ში სასწავლო კურსები გაიარეს. მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის განვითარების ახალ ეტაპზე ამერიკური მხარის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს პროგრამების ხელმძღვანელის მაიკლ მაკმენის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. როგორც მან აღნიშნა, ბიურო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში აქტიურად განაგრძობს.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს